ტრენერის პორტფელიო
გაკვეთილის გეგმა
შეფასების რუბრიკა
პრეზენტაცია
პროექტის გეგმა
ამ კომპონენტების მიხედვით (დაკვირვების შედეგების აღრიცხვის ცხრილი და შეფასების ზოგადი სქემა) დაკვირვების შედეგად გაკვეთილის ბოლოს გამოიკვეთებიან ის მოსწავლეები, ვინც სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი, ისინი, ვინც საჭიროებენ დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას შესაბამის საკითხებზე უნარჩვევების გაწაფვისათვის და ის მოსწავლეები, რომლებმაც სასწავლო მასალას ვერ გაართვეს თავი და საჭიროებენ დამატებით მეცადინეობას მასწავლებელთან ერთად.
გაკვეთილის გეგმა
შეფასების რუბრიკა
პრეზენტაცია
პროექტის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ხათუნა მარკოზაშვილი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური / III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 13
გაკვეთილის თემა: 8-ზე გამრავლება ანუ 8-ის რიცხვზე გამრავლება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ 8-ზე გამრავლება ანუ 8-ის რიცხვზე გამრავლების ხერხები.
თანმდევი
მიზნები:
მოსწავლეებს
განუმტკიცდებათ გამრავლების უნარ-ჩვევები: შეეძლებათ ნამრავლის გარდაქმნა ტოლი შესაკრებების
ჯამად და პირიქით, ტოლი შესაკრებების ჯამის გარდაქმნა ნამრავლად; დაიმახსოვრებენ ნამრავლის
სხვადასხვა მნიშვნელობებს და გამოიყენებენ მათ მნიშვნელობებს ორნიშნა რიცხვზე გამრავლებისას.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
(წთ)
|
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება - 1-2 წთ
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს, ყურადღებას ვამახვილებ ზოგადი შეფასების სქემაზე – 3 წთ
|
მინი-ლექცია
|
მთელი კლასი
|
პრეზენტაცია
|
4-5 წთ
|
|
1
|
I
ფაზა
აქტივობა 1. მათემატიკური თამაში - „ბიჯით თვლა“
მოსწავლეები დგებიან წრეზე და ვითვლით ბიჯით 1- წინ და უკან 20-მდე, ბიჯით 2 – 20-მდე, ბიჯით 4 – 40-მდე , ბიჯით 5 – 50-მდე და ბიჯით 10 წინ და უკან 100-მდე.
|
მათემატიკური თამაში
|
მთელი კლასი
|
3 წთ
|
|
2
|
II
ფაზა
აქტივობა 2. საშინაო დავალების განხილვა
მოსწავლეებს წინა დღეს Edmodo-ს კლასის ჯგუფში დარიგებული აქვთ
საშინაო დავალება (დანართი „საშინაო დავალება“).
ამავე ჯგუფში მათ წინასწარ აქვთ ატვირთული შესრულებული საშინაო დავალება „4-ზე გამრავლება“.
მათ მიერ შესრულებულ ნამუშევრებს ვიყენებ განმავითარებელი შეფასებისა და მზაობის
კონკრეტული დონის განსაზღვრისათვის. მოსწავლეებს გაკვეთილის მართვის პროგრამის გამოყენებით
ვუზიარებ ფაილს
„8-ზე გამრავლება ანუ 8-ის რიცხვზე გამრავლება“ (სლაიდი),
სადაც მოცემულია საშინაო დავალება, მოსწავლეთა სწორ პასუხებს ვაფიქსირებ ამ ფურცელზე (თითოეულ მოსწავლეს
ჩართული აქვს გაზიარების ნახევარეკრანული ფუნქცია - იმუშაონ პარალელურ რეჟიმში: მონიშნონ სწორი/არასწორი პასუხები ელექტრონულად, თან მასწავლებლის
გაზიარებულ ეკრანს ადევნონ თვალი), მოსწავლეები კი ელექტრონულად ახორციელებენ პასუხების
მონიშვნას: სწორ პასუხს უწერენ „+“-ს , არასწორს - „-„-ს. ისინი თავადვე ახდენენ
საკუთარი ნამუშევრის შეფასებას (თვითშეფასება).
|
პრაქტიკული სამუშაო
|
მთელი კლასი
|
პრეზენტაცია
დანართი „საშინაო დავალება“
თვითშეფასების სქემა“
ბუკები
|
3-4 წთ
|
3
|
აქტივობა
3. ჯამის ნამრავლად წარმოდგენა
დაფაზე ვაკრავ მომზადებულ სადემონსტრაციო ფურცელს, სადაც წარმოდგენილია
4-ის გამრავლება. მოსწავლეები რიგ-რიგობით გამოდიან დაფასთან და წერენ ნამრავლის
მნიშვნელობას. მოსწავლეებს ვუკითხავ პირველ
გამოსახულებას (1 x 4 = 4) და ვეუბნები: ვიცით, რომ 1-ჯერ 4 ტოლია 4-ის (1 x 4 = 4),
რისი ტოლია 1-ჯერ 8? (პასუხი 1x8=8) ვიცით, რომ 2-ჯერ 4 ტოლია
8-ის (პასუხი
2 x 4 = 8) ,
რისი ტოლია 2-ჯერ 8 ? ( 2 x 8 =16) და
ა.შ. ვწერ შესაბამის
ტოლობებს. ვისმენ მოსწავლეთა მოსწავლეთა პასუხებს, როგორ მიიღეს შედეგი.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
სადემონსტრაციო ფურცელი, მარკერი
გამოსაძახებელი ჩხირები
|
4-5 წთ
|
4
|
აქტივობა
4. ნამრავლის წარმოდგენა ტოლ შესაკრებთა ჯამად, ნახატით და რიცხვითი ღერძის დახმარებით
გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით დაფასთან ვიძახებ 3 მოსწავლეს და ვთხოვ, 2-ჯერ 8 - ნამრავლი
წარმოადგინონ ჯამის სახით, ნახატის საშუალებით და რიცხვითი ღერძით (პირველი მოსწავლე
ნამრავლს წარმოადგენს ტოლ შესაკრებთა ჯამად, მეორე მოსწავლე - ნახატით, ხოლო მესამე
- რიცხვითი ღერძით) მოსწავლთა ნაწერს აფასებს კლასი მწვანე და წითელი
ბარათების დახმარებით (მწვანე ბარათი - პასუხი სწორია, წითელი - არასწორია). საჭიროებისამებრ
ვიყენებ სკაფოლდინგს.
|
პრაქტიკული სამუშაო - „სწავლა კეთებით“
|
მთელი კლასი
|
გამოსაძახებელი ჩხირები
სადემონსტრაციო ფურცელი - რიცხვითი ღერძი
შუქნიშნის ფერები: წითელი, ყვითელი, მწვანე
|
3-4 წთ
|
5
|
აქტივობა
5 - ინდივიდუალური მუშაობა
მოსწავლეებს ვურიგებ სტიკერებს სტიკერზე
წერია 8-ზე გამრავლება სიტყვიერად. მაგ,
3-ჯერ 8 და 4-ჯერ 8. მოსწავლეებს ვაძლევ ინსტრუქციას: მოახდინეთ კონკრეტული დავალებისათვის
ნამრავლის ჩაწერა, წარმოდგენა ტოლი შესაკრებების ჯამად, ამავე დავალების წარმოდგენა
ნახატით და რიცხვითი ღერძის დახმარებით. მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად. პარალელურად
ვაკვირდები მოსწავლეთა
მუშაობას, შედეგებს ვაფიქსირებ სააღრიცხვო ცხრილში, ვიყენებ წერილობით
უკუკავშირს მზა შაბლონების დახმარებით. მოსწავლეები, რომელთაც დროზე ადრე დაამთავრეს სამუშაო,
მათ დამატებით ვაძლევ დავალებას: დააკავშირონ ნამრავლი შესაბამის ნახატთან/ტოლ შესაკრებთა
ჯამთან/რიცხვით ღერძთან. თუ წყვილში მოსწავლეებმა დროზე ადრე დაამთავრეს სამუშაო,
მაშინ ისინი აფასებენ სხვა წყვილის ნამუშევარს, შეაქვთ შესწორებები სხვა ფერის კალმით. სამუშაოს
დასრულების შემდეგ დაფასთან ვიძახებ ორ
მოსწავლეს გამოსაძახებელი ჩხირებით), ისინი ახდენენ შესრულებული დავალების პრეზენტაციას
დაფასთან, დანარჩენი კლასი ადარებს საკუთარ ნამუშევარს.
|
პრაქტიკული სამუშაო „სწავლა კეთებით“
|
წყვილები
|
სტიკერები
ბუკები
დავალებათა ფურცლები რიცხვითი ღერძით
უკუკავშირის მზა შაბლონები
გამოსაძახებელი ჩხირები
|
6-7 წთ
|
6
|
III
ფაზა
აქტივობა
6 - მუშაობა ინდივიდუალურად - „პაზლები“
მოსწავლეებს
აქვთ არჩევანის საშუალება: მუშაობენ მასწავლებლის
მიერ გაგზავნილ ფაილში, ან თავად ახდენენ
გამრავლების დემონსტრირებას paint-ში.
მოსწავლეებს კლასის
მართვის პროგრამის გამოყენებით ვურიგებ ჩემს მიერ მომზადებულ რესურსს ციკლიდან „პაზლებით
გამრავლება“, კერძოდ, 8-ზე გამრავლების პაზლებს.
ისინი სურათებს ხსნიან paint-ში და ახდენენ გამოტოვებულ ადგილების შევსებას (ჩასახატია
ნამრავლის შესაბამისი ფიგურები, ან სახაზავზე დასამატებელია შესაბამისი რაოდენობით
ბიჯი, ან ამოსაცნობია გამრავლება) ანუ ერთმანეთთან
უნდა დააკავშირენ გამრავლება შესაბამის ტოლი შესაკრებების ჯამთან, ნახატთან და რიცხვთა
ღერძთან.
მოსწავლეთა ნაწილმა კი შეიძლება შეარჩიონ დავალება
„პაზლები“ და დააწებონ 8-ის გამრავლების პაზლები
პარალელურად გაკვეთილის
მართვის პროგრამის დახმარებით ვაკვირდები მათ მუშაობას და ჯგუფური ჩეთის დახმარებით
ვახდენ უკუკავშირს.
ვავსებ დაკვირვების
ფურცელს.
(მოსწავლეები ქმნიან
პროდუქტს - 8-ზე გამრავლება)
მოსწავლეები უგზავნიან
მასწავლებელს შესრულებულ ნამუშევარს Edmodo-ში.
(ინტერნეტის არქონის
შემთხვევაში კი დავალებას უგზავნიან მასწავლებლის პროგრამის დახმარებით ფაილის გადაგზავნის
ინსტრუმენტის გამოყენებით)
|
პრაქტიკული მუშაობა
|
ინდივიდუალური
|
საქაღალდე „8-ზე გამრავლება“
ბუკები - პროგრამა „გაკვეთილის მართვა“
ხატვის პროგრამა -paint
დაჭრილი პაზლები, წებო, თაბაზის ფურცელი, მარკერი
გაკვეთილის მართვის პროგრამა
Edmodo
|
7-8 წთ
|
7
|
აქტივობა
7. პრეზენტაცია
სამუშაოს დასრულების
შემდეგ ეკრანის გაზიარებით რამოდენიმე მოსწავლე ახდენს საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას
(რა შეასრულეს და როგორ)
(ვიყენებ გამოსაძახებელ
ჩხირებს)
|
მთელი კლასი
|
გამოსაძახებელ ჩხირები
ბუკები - პროგრამა „გაკვეთილის მართვა“
|
2-3 წთ
|
|
8
|
აქტივობა
8. შეჯამება-შეფასება- საშინაო დავალების მიცემა - 5 წთ
გაკვეთილის დასასრულს ვახდენ საკითხის შეჯამებას
(ყურადღებას ვამახვილებ მიზანსა
და შედეგზე), ვახდენ მოსწავლეთა
შეფასებას; განმავითარებელი შეფასებისას ვიყენებ მოსწავლეთა
სააღრიცხვო ცხრილსა და შეფასების რუბრიკას.
რამოდენიმე მოსწავლე ახდენს თვითშეფასებას შეფასების
რუბრიკის გამოყენებით.
პარალელურად Edmodo-ში ვტვირთავ საშინაო დავალებას
და ვაძლევ ინსტრუქციებს.
|
მთელი კლასი
|
შეფასების სქემა
სააღრიცხვო ცხრილი
ბუკები
|
5 – 6 წთ
|
|
სარეზერვო
აქტივობა 1. ზეპირი გამრავლება -
წინასწარ მომზადებულ სადემონსტრაციო ფურცლებზე
წერია გამრავლების მაგალითები, წინა ტოლობაზე დაყრდნობით, მოსწავლემ უნდა ამოიცნოს,
რისი ტოლია ნამრავლის მნიშვნელობა.
მაგალითად, წერია: ცნობილია,
რომ 4 X 5 = 20, რისი ტოლია 8 X 5= ? 16 X 5= ?
ცნობილია,
რომ 8 X
8 = 64, რისი ტოლია
16 X 8= ? 32 X 8 = ?
ამ
შემთხვევაში მოსწავლე იყენებს გაორმაგებას და ითვლის გამოსახულების მნიშვნელობას.
დავალებები იქნება ასევე შეკრება- გამოკლების გამოყენებაზეც.
ცნობილია,
რომ 10 X
8 = 80, 5 X 8=
40 , რისი ტოლია 15 X 8 = ?
ცნობილია,
რომ 30 X
8 = 240, 10 X 8=
80 , რისი ტოლია 20 X 8 = ?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
სადემონსტრაციო ფურცელი, მარკერი
|
2-3 წთ
|
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ეცოდინებათ:
ტოლი შესაკრებების
ჯამის წარმოდგენა ნამრავლის სახით და პირიქით, ნამრავლის წარმოდგენა ტოლი შესაკრებების
ჯამად.
გააზრებული ექნებათ, რომ ტოლი შესაკრებების ჯამი არის გამრავლება, გამრავლება
კი - ტოლი შესაკრებების ჯამი; პირველი თანამამრავლი გვიჩვენებს ტოლი შესაკრებების რაოდენობას,
მეორე თანამამრავლი კი შესაკრების ტოლია.
შეეძლებათ: ტოლი შესაკრებების ჯამი წარმოადგინონ
ნამრავლად, ნამრავლი კი - ტოლი შესაკრებების
ჯამად; მოცემულ ნამრავლს შეუსაბამონ ნახატი და პირიქით, ნახატს - ნამრავლი.
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. III.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება
- ახდენს გამრავლების მოქმედების მრავალჯერადი შეკრებით დემონსტრირებას, ხოლო გაყოფის
მოქმედების დემონსტრირებას _ გროვის
ტოლი რაოდენობის ჯგუფებად
დაყოფით;
- ზეპირად ასრულებს გამრავლება-გაყოფას მარტივ შემთხვევებში (მაგალითად ერთნიშნა რიცხვების გამრავლება; ერთ და ორნიშნა რიცხვების 10-ზე გამრავლება);
შეფასება:
წინასწარ ჩატარებული
სკრინინგისა და წინა გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგად ვიცი, ვის უჭირს მოქმედებათა შესრულება რიცხვებზე; მოსწავლეთა
წინარე ცოდნა ასევე გამოიკვეთება მათი საშინაო დავალებების შესრულების გაცნობის, კლასში
ამ დავალებების ერთობლივი გარჩევისა და წყვილებში მუშაობის შედეგად. მზაობის კონკრეტული
დონის შეფასება მოხდება მოსწავლეთა მიერ ინდივიდუალური დავალებების შესრულებისას, ასევე
წყვილებში მუშაობისას.
ვაკვირდები მოსწავლეების მუშაობის პროცესს, როგორც წყვილებში, ისე
ინდივიდუალური მუშაობისას, ვსვამ შეკითხვებს და ვუსმენ მათ
პასუხებს; მოსწავლეთა მოსაზრებებსა და შესრულებულ მოქმედებებს ვადარებ შეფასების სქემის კრიტერიუმებს.
იმ მოსწავლეებისათვის კი, რომლებმაც აჩვენეს
დაბალი შედეგები, შემდგომ გაკვეთილებზე დაიგეგმება დამატებითი აქტივობები, შეიძლება
გამოიყოს ერთი ჯგუფი (წყვილი ან სამეული); თუ კლასის უმრავლესობამ აჩვენა დაბალი შედეგი,
მაშინ განმეორდება ჩატარებულის მსგავსი აქტივობები, მოსწავლეები დაჯგუფდებიან მზაობის
მიხედვით, ჯგუფებს მიეცემათ განსხვავებული დავალებები განსხვავებული სიძნელის ამოცანებით.
შენიშვნა:
მოსწავლეებს გაკვეთილის
მიმდინარეობისას საჭიროებისამებრ ვახსენებ შუქნიშნის ბარათების
გამოყენებას (თვალსაჩინო ადგილზე გამოკრულია შესაბამისი ფერის ფურცლებზე) ასევე წითელი
და მწვანე ბარათების მნიშვნელობას. გაკვეთილის მიმდინარეობისას ვაკვირდები მოსწავლეთა
მუშაობას და შედეგებს ვინიშნავ სააღრიცხვო ცხრილში. საჭიროებისამებრ ვიყენებ სკაფოლდინგს
- სასწავლო ხარაჩოებს. თუ რომელიმე მოსწავლემ (მოსწავლეთა წყვილმა) დროზე ადრე დაასრულა
სამუშაო, ვუთითებ აირჩიოს შესაბამისი დავალება სახელმძღვანელოში (გვერდისა და სავარჯიშოს
ნომერის დასახელებით) ან ვთავაზობ მათემატიკურ დავალებათა ბარათებს (არჩევანის საშუალება)
ან პაზლებს - დაამყაროს შესაბამისობა მოცემულ გამოსახულებასა და ნახატს შორის.
ხელმოწერა: ხ. მარკოზაშვილი
თარიღი: 06.04. 2018 წ
დაკვირვების შედეგების
აღრიცხვის ცხრილი
##
|
გვარი, სახელი
|
წარმოადგენს ტოლი შესაკრების ჯამს ნამრავლად
და პირიქით, ტოლი შესაკრებების ჯამს აკავშირებს
ნამრავლთან
|
წარმოადგენს გამრავლების შესაბამის
ნახატს და პირიქით, ნახატს შეუსაბამებს შესაბამის
ნამრავლს
|
წარმოადგენს გამრავლებას რიცხვით ღერძზე და პირიქით, რიცხვით ღერძს უკავშირებს
შესაბამის გამრავლებას.
|
1
|
მ . დ.
|
|||
2
|
ზ. ს.
|
|||
3
|
ნიშანთა სისტემა:
„+“ - წარმატებით გაართვა თავი; „ – „ - საჭიროებს მასწავლებლის დახმარებით დამატებით
მეცადინეობას, „?“ - საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას
უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის.
შეფასების ზოგადი სქემა:
კომპონენტის
დონის აღწერა
|
შეფასება
|
სხარტად და ზუსტად წარმოადგენს ტოლი შესაკრებების ჯამს ნამრავლად და
ნამრავლს ტოლი შესაკრებების ჯამად; შეუსაბამებს შესაბამის ნახატსა და რიცხვით
ღერძს.
|
(მწვანე ვარსკვლავი )
|
დუნედ და ხარვეზებით წარმოადგენს ტოლი შესაკრებების ჯამს ნამრავლად
და, პირიქით, ნამრავლს - ტოლი
შესაკრებების ჯამად, უჭირს წარმოადგინოს შესაბამისი ნახატით და/ან რიცხვით
ღერძის გამოყენებით.
|
(ყვითელი ვარსკვლავი )
|
შეფერხებით და შეცდომებით წარმოადგენს ტოლი შესაკრებების ჯამს
ნამრავლად და ნამრავლს - ტოლი შესაკრებების ჯამად, დახმარების გარეშე ვერ ახდენს
დააკავშიროს ნახატთან ან/და რიცხვით ღერძთან .
|
(წითელი ვარსკვლავი )
|
ამ კომპონენტების მიხედვით (დაკვირვების შედეგების აღრიცხვის ცხრილი და შეფასების ზოგადი სქემა) დაკვირვების შედეგად გაკვეთილის ბოლოს გამოიკვეთებიან ის მოსწავლეები, ვინც სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი, ისინი, ვინც საჭიროებენ დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას შესაბამის საკითხებზე უნარჩვევების გაწაფვისათვის და ის მოსწავლეები, რომლებმაც სასწავლო მასალას ვერ გაართვეს თავი და საჭიროებენ დამატებით მეცადინეობას მასწავლებელთან ერთად.
Комментариев нет:
Отправить комментарий