вторник, 10 апреля 2018 г.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

კურსის მიზანი

ტრენინგკურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

მეთოდები:

კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება, მართული პრაქტიკა, დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.

ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა. 




სამიზნე ჯგუფი:


კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები. 

კურსის ხანგრძლივობა: 

32 საკონტაქტო სთ, 18 არასაკონტაქტო სთ, 

8 ტრენინგ-დღე, ერთი ტრენინგ-დღე - 4 სთ

წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: 
  • ტექსტურ რედაქტორში მუშაობა; 
  • ინტერნეტში ძიება; 
  • ელ-ფოსტის მოხმარება. 
კურსის შედეგები:

კურსის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე:


1. გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;

2. შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი , თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:

  • ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
  • ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
  • სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
  • მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
  • მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;

3. შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;

4. შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;

5. შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი: 


  • ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი,და სხვ.);


  • სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (ბლოგი,  და სხვა). 


შეფასება:

მონაწილეთა შეფასება ხდება შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსების (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, პრეზენტაცია, პროექტის გეგმა) მიხედვით, რომელიც ატვირთულია მონაწილის პირად ბლოგზე.

მონაწილემ აუცილებლად (სრულყოფილად) უნდა შექმნას ტრენინგით გათვალისწინებული პორტფოლიო: 

  • გაკვეთილის გეგმა
  • გაკვეთილის პრეზენტაცია
  • გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
  • პროექტის გეგმა
  • რესურსები გამოქვეყნებულია მონაწილის პირად ბლოგზე


„ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ - 32 საკონტაქტო სთ, 18 არასაკონტაქტო სთ, 2 კრედიტქულა


სერტიფიკატის მისაღებად: „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ - მინიმუმ 28 საათზე დასწრება, ტრენინგით განსაზღვრული დავალებების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, პრეზენტაცია, პროექტის გეგმა), ელექტრონული პორტფოლიოს გამოქვეყნება პირად ვებბლოგზე. შეფასების რუბრიკა თან ერთვის  ტრენინგის გეგმას.

Поиск по этому блогу

etwinings-is ტრენინგზე